მაინც ყველა დავიხოცებით, ამიტომ ავურიოთ — ბრედ პიტი კაბის ჩაცმაზე

მაინც ყველა დავიხოცებით, ამიტომ ავურიოთ — ბრედ პიტი კაბის ჩაცმაზე

ბრედ პიტი ივლისში თავისი ახალი ფილმის, Bullet Train-ის წარდგენისას წითელ ხალიჩაზე კაბით გამოჩნდა და საზოგადოება აალაპარაკა. 58 წლის მსახიობს ყავისფერ ქვედაბოლოსთან ერთად ყავისფერი ჟაკეტი, ვარდისფერი პერანგი და მაღალყელიანი შავი ფეხსაცმელი ეცვა.

ლოს-ანჯელესში ფილმის პრემიერაზე მყოფ ბრედ პიტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტა წითელ ხალიჩაზე კაბის ჩაცმა. ბრედმა არც აცია, არც აცხელა და ჟურნალისტებს ხუმრობით უპასუხა: "არ ვიცი! მაინც ყველა დავიხოცებით და მოდი, ავურიოთ!"

პრემიერაზე პიტმა ამჯერად კაბებს უღალატა: მას მწვანე შარვალ-კოსტიუმი, ლურჯი მაისური და ყვითელი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ვოგის მიხედვით, ბრედ პიტი 2004 წელს, ფილმ Troy-ის წარდგენისას ამბობდა, რომ კაცები თავიანთ გარდერობს კაბებს მალე შემატებდნენ:

"კაცები შემდეგ ზაფხულს უკვე ქვედაბოლოებს ჩაიცვამენ. ეს ჩემი პროგნოზი და საჯარო განცხადებაა", — განაცხადა მსახიობმა.

აღსანიშნავია, რომ ბრედმა კაბა ჯერ კიდევ 1999 წელს ჟურნალ Rolling Stone-ის ფოტოსესიისთვის მოირგო. ფოტოსესიის იდეა თავად მსახიობს დაებადა, ფოტოები კი ცნობილმა ფოტოგრაფმა მარკ სელიგერმა გადაიღო.