როგორც ჩანს, მშიერი ხალხისთვის პიცის ჩამორიგება ისეთი მარტივიც არაა, როგორც კეტი პერის ეგონა. ცნობილი მომღერალი ლას-ვეგასის ერთ-ერთ კლუბში ერთობოდა, როცა მასთან საიდანღაც პიცა გაჩნდა. კეტიმ გადაწყვიტა, ნაჭრები ხალხისთვის მიეცა, თუმცა ჩაფლავდა.
მართალია, კეტის აშკარად კარგი განზრახვა ჰქონდა, თუმცა პიცის ნაჭრები ისე ისროლა, რომ მათი დაჭერა თითქმის ვერავინ მოახერხა. ამის მიუხედავად, ტვიტერის მომხმარებლებმა მომღერალს მცდელობა დაუფასეს და უამრავი ხუმრობა მიუძღვნეს:
"მთვრალი და ველური 100%-ით შევჭამდი კლუბის ბინძური იატაკიდან აღებულ პიცას, კეტი პერის რომ ესროლა"
"შაბათს კეტი პერის კონცერტზე ვნახავთ. პიცა თუ არ გვესროლა, ფულის დაბრუნებას მოვითხოვ"
"წლევანდელ ჰელოუინზე კეტი პერის მიერ ნასროლი პიცის ნაჭრის ფორმაში მივდივარ"
"კეტი პერი კლუბში ხალხს პიცას ესვრის? სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ უხდებათ სხვებს შენი ოცნებები"