როდის გაიაფდება ელექტრონული ავტომობილები? — მასკმა Tesla-ს ფასის შემცირებაზე ისაუბრაTesla-ს მოყვარულებო, კარგი ამბავი გვაქვს! Tesla-ს ფასი შეიძლება საგრძნობლად შემცირდეს!

როდის გაიაფდება ელექტრონული ავტომობილები? — მასკმა Tesla-ს ფასის შემცირებაზე ისაუბრაTesla-ს მოყვარულებო, კარგი ამბავი გვაქვს! Tesla-ს ფასი შეიძლება საგრძნობლად შემცირდეს!

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ელექტრომობილების კომპანიას შეუძლია ფასების შემცირება, თუ ინფლაცია "დარეგულირდება".

მასკის თქმით, მას შემდეგ რაც ინფლაციის პრობლემები მოგვარდება ელექტრომობილების ფასების შემცირება შესაძლებელი იქნება. ცნობისთვის, ბოლო დროს, ტესლას ავტომობილების ფასი 20-30 პროცენტით გაიზარდა.

შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, აშშ-ში ინფლაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად 9,1 პროცენტით გაიზარდა და თითქმის 41 წლის მაქსიმუმს მიაღწია.

რაც შეეხება Tesla-ს, კომპანია ელექტრო ავტომობილების ფასების შემცირების მიზნით გამოჩნდა. მასკის თქმით, ელექტრომობილის გაყიდვას 25 000 დოლარად გეგმავს, რათა ელექტრომობილები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. მიუხედავად ამისა, ბოლო 24 თვეში Tesla-ს ავტომობილების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თუმცა, ფასების ზრდამ არ იმოქმედა Tesla-ს მოთხოვნაზე. ელექტრომობილების მწარმოებელი კვლავ შეკვეთების მნიშვნელოვან რაოდენობას იღებს.

Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს ჰკითხეს, თუ როდის შეიძლება ველოდოთ ელექტრომობილებზე ფასების შეამცირებს. მან Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla-ზე ფასები მალე შემცირდება.

Tesla-ს მანქანებზე ფასები რამდენიმე ათასი დოლარით გაიზარდა, რადგან გაიზარდა ხარჯებიც. ავტომწარმოებლებს ჩიპების მოპოვებაც ურთულდებათ. პირველად Tesla-ს მანქანებზე ფასები მარტში გაიზარდა, რასაც ივნისში ზრდაც მოჰყვა.

ამავდროულად, ავტომწარმოებლები ცდილობენ დაააბალანსონ საქონელი და ლოჯისტიკური ხარჯები მთელ მსოფლიოში. ახალი ელექტრომობილის საშუალო ფასი გასულ წელს 22 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება ფასების კლებას, თუ მასკს დავუჯერებთ, პრობლემა მზარდ ინფლაციაშია და მისი შეჩერებისთანავე მანქანებზე ფასებიც იკლებს.