კორტნი კარდაშიანი ყალბ პროფილებს მოუწოდებს, რომ მის ლანძღვას შეეშვან

კორტნი კარდაშიანი ყალბ პროფილებს მოუწოდებს, რომ მის ლანძღვას შეეშვან

სოციალურ ქსელებში ცნობილ ადამიანებს უხეშ და უსიამოვნო კომენტარებს ყალბი ანგარიშებიდან ხშირად უწერენ. ამ ფაქტს კორტნი კარდაშიანი გამოეხმაურა, რომელსაც ყალბი პროფილების ავტორები ხშირად ავიწროებენ. კორტნის სურს, რომ ამ ადამიანებმა ყალბი ანგარიშები წაშალონ და მათი სათქმელი რეალური ანგარიშებიდან დაუწერონ.

"მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებსაც ინსტაგრამზე ნული მიმდევარი ჰყავთ და ჩემს პოსტებზე კომენტარებს ხშირად წერენ. ყალბი ანგარიშები წაშალეთ და ნამდვილი ცხოვრებით იცხოვრეთ", — წერს კორტნი თავის ინსტაგრამზე.

კორტნი კარდაშიანმა ყალბი ანგარიშების ავტორებს ისიც განუცხადა, რომ ნებისმიერი რამის თქმა შეუძლიათ, მაგრამ ეს თავიანთი ნამდვილი ანგარიშებიდან უნდა გააკეთონ და არ უნდა ამოეფარონ იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად არც არსებობს.

"ეს სამყაროში ყველაზე გამაღიზიანებელი რამაა, ასევე ძვირფასი დროის ტყუილად კარგვაც", — ასე გამოეხმაურა ცნობილი ტიკტოკერი ედისონ რეი კორტნის პოსტს. მართალია, კორტნის პოსტის შემდეგ დიდი შანსია, ყალბი ანგარიშების ავტორებმა არაფერი შეცვალონ, თუმცა კორტნის ბევრმა მეგობარმა და ცნობილმა ადამიანმა მხარი დაუჭირა.