ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ბერნარდ კრიბინსი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC მის ოჯახზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კრიბინსი 93 წლის იყო. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება.
კრიბინსმა თავისი ყველაზე ცნობილი როლში საკულტო სერიალებში „დოქტორი ვინ“ შეასრულა, ის ასევე იყო მთხრობელი 1970-იანი წლების საბავშვო გადაცემაში „უობლები“.