შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი აღარ მოემსახურება

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს სერვისცენტრი აღარ მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოდან გადასახადის გადამხდელებს ვაკე-საბურთალოს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი აღარ მოემსახურება.

აქვე გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევისა  (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ისანი-სამგორის (გულუას ქუჩა № 4) სერვისცენტრებს.