ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის პირველი ნიშნობიდან თითქმის 20 წელი გავიდა. მართალია, პირველი ნიშნობა ქორწილით არ დასრულდა, თუმცა, სამაგიეროდ, მეორემ გაამართლა — 17 ივლისს ღამით ბენი და ჯენიფერი დაქორწინდნენ.
წყვილი შვილებთან ერთად თაფლობის თვეშია. ცოტა ხნის წინ ჯენიფერი და ბენი გემით სეირნობდნენ, სადაც ამ უკანასკნელს სასაცილოდ ჩაეცინა და მიმების პოტენციურ შთაგონების წყაროდაც იქცა.
როგორც ჩანს, ბენ აფლეკი ამდენმა მოგზაურობამ და ბედნიერებამ დაღალა. შეიძლება ბედნიერებითა და თაფლობის თვით არა, მაგრამ მისი დაღლილობის მაინც მშვენივრად გვესმის. ბენ აფლეკთან ერთად დასვენება და კარგად გამოძინება არც ჩვენ გვაწყენდა!
ახლა კი რამდენიმე მიმის იდეასაც შემოგთავაზებთ:
როცა მეგობრები საღამოს 9 საათის შემდეგ გასართობად გასვლას გთხოვენ.
როცა შეეძლოთ, ერთი მეილი მოეწერათ, მაგრამ ერთსაათიანი შეხვედრა ჩანიშნეს.
როცა მშობლები შენს ოთახში შემოიხედებიან და თავს იმძინარებ.