ახალი პროექტის ფარგლებში ბრიტანელი მხატვარი თავისი ათასობით ტილოს დაწვას აპირებს

ახალი პროექტის ფარგლებში ბრიტანელი მხატვარი თავისი ათასობით ტილოს დაწვას აპირებს

ბრიტანელმა მხატვარმა ახალი NFT პროექტის ფარგლებში თავისი ათასობით ტილოს დაწვა გადაწყვიტა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, დემიენ ჰირსტის პროექტის სახელწოდებაა The Currency („ვალუტა“). მის ფარგლებში მხატვარმა 2016-2021 წლებში ზეთით ტილოზე 10 ათასი ნახატი შეასრულა, შემდეგ ყველა მათგანი NFT-დ გარდაქმნა და თითოეული 2 ათას დოლარად გაყიდა.

NFT კრიპტოგრაფული ტოკენების სახეობაა, რომელთა თითოეული ეგზემპლარი უნიკალურია და ვერ გადაიცვლება, არ ჩანაცვლდება სხვა ანალოგიური ტოკენით, თუმცა ზოგადად, ტოკენები ურთიერთჩანაცვლებადია.

მყიდველებს, რომლებმაც NFT შეიძინეს, არჩევანი მისცეს - ნამუშევრის ფიზიკურ ასლზე გადაცვლა ან ელექტრონული ვერსიის შენარჩუნება. იმ ნახატებს, რომელთა მფლობელებმაც NFT-ს შენარჩუნება გადაწყვიტეს, ჰირსტი ლონდონში, საკუთარ გალერეაში ყოველდღიურად დაწვავს. პროექტი 9 სექტემბერს დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება.

ამ ეტაპზე NFT ფიზიკურ ასლზე 4 751-მა მყიდველმა გადაცვალა, 5 249-მ კი NFT-ს დატოვება არჩია.

„ეს პროექტი ხელოვნებისა და ვალუტის საზღვრებს იკვლევს - როდესაც ხელოვნება იცვლება და ვალუტა ხდება და როდესაც ვალუტა ხდება ხელოვნება. დამთხვევა არ არის, რომ სახელმწიფოები ხელოვნებას იყენებენ მონეტებსა და კუპიურებზე. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ფულის გწამდეს. ხელოვნების გარეშე რთულია რაღაცის გვწამდეს“, - ამბობს მხატვარი.