პაატა მანჯგალაძე იაგო ხვიჩიას განცხადებაზე:  არ ვაპირებთ ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას - ვურჩევ ყველას, რომ კონცენტრირდნენ მთავარ საკითხზე, ახლა არ არის ტალახის დრო

პაატა მანჯგალაძე იაგო ხვიჩიას განცხადებაზე: არ ვაპირებთ ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას - ვურჩევ ყველას, რომ კონცენტრირდნენ მთავარ საკითხზე, ახლა არ არის ტალახის დრო

ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას - სწორედ ეს არის „ქოცობა", რომ სხვას აბრალებ იმას, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესის მთავარი დაბრკოლება არის „ქართული ოცნება" და ხელს იშვერ შენი ოპოზიციონერი კოლეგისკენ, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ, „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომ „ამრევები მოსაშორებლები არიან და გიორგი ვაშაძე არის ამრევი“.

მისი თქმით, ეს ხდება ყურადღების მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე გადასატანად.

„სტრატეგია აღმაშენებელს" საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ აქვს და აქედან გამომდინარე, ამისკენ არის მიმართული ყველა ჩვენი ძალისხმევა. ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციის შიგნით ოპოზიციონერობას, ეს არ არის სწორი საქციელი და ამას ვინც აკეთებს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხდება ყურადღების გადასატანად მთავარი საკითხებიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე. ეს უნდა "ქართულ ოცნებას" და სწორედ ეს არის „ქოცობა", რომ სხვას აბრალებ იმას, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესის მთავარი დაბრკოლება არის „ქართული ოცნება" და ხელს იშვერ შენი ოპოზიციონერი კოლეგისკენ. ეს არის „ქოცობა" და მე ვურჩევ ყველას, რომ კონცენტრირდნენ მთავარ საკითხზე, ახლა არ არის ტალახის დრო, ახლა არის ერთიანობის დრო“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ 12 პუნქტი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება შესრულდეს და ის ვერ შესრულდება ცალ-ცალკე. მისი შეფასებით, ადამიანები ურევენ სიტუაციებს და ამრევია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და უმრავლესობიდან ყველა.