დიდუბის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე, ასფალტის მოწესრიგება ლუბლიანას ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც N22-დან N66-ის ჩათვლით ტროტუარებზე ასფალტის ახალი საფარი იგება.
გამგეობამ მიმდინარე წელს აღნიშნულ ქუჩაზე უკვე მოაწესრიგა N3, N5, N7, ასევე, N11, N13, N13ა, N13ბ და N13გ-ს მიმდებარედ არსებული ტროტუარები. ასფალტის საფარი 2993 კვ.მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 152 181 ლარი გამოიყო.
ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილესთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.