დიდუბის რაიონის გამგეობა, ე.წ. „კარაჩაროვის“ ლიფტების
ჩანაცვლებას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის
მე-17 კორპუსში განხორციელდა.
სამუშაოების ფარგლებში, კაბინა და ამწემექანიზმები დამონტაჟდა, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები.
პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 000 ლარი გამოიყო.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.