დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საცხოვრებელი კორპუსების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-13 კორპუსში მიმდინარეობს.
სამუშაოების გასაცნობად ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე იმყოფებოდა და კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარესა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გამგებელმა მათგან დამატებითი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და დახმარებას დაპირდა.
დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-13 კორპუსის ბრტყელი სახურავის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 614 ლარია გამოყოფილი, სამუშაოები 800 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.