Bloomberg: „დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის“ გეგმის ფარგლებში, ევროკომისია წევრ ქვეყნებს აგვისტოდან ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს

Bloomberg: „დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის“ გეგმის ფარგლებში, ევროკომისია წევრ ქვეყნებს აგვისტოდან ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს

ევროკავშირი წევრ ქვეყნებს აგვისტოდან ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

„დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის“ გეგმის ფარგლებში, ევროკომისია გეგმავს რეკომენდაცია გაუწიოს ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა გათბობისა და კონდიციონერის სისტემების მოხმარების შემცირება, ასევე საბაზრო ზომებს.

როგორც სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა ზამთარში საკმარისი გაზის მიწოდების უზრუნველყოფაა.

დაგეგმილი რეგულაცია ევროკომისიას უფლებას მისცემს განგაში გამოაცხადოს, როდესაც მიწოდების მწვავე დეფიციტის ან მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვანი რისკი დადგება.