დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასთან ერთად, არსებულ სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე, გამგეობამ სხვადასხვა სკვერში 59 დაზიანებული საქანელა ახლით ჩაანაცვლა რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გამოიყო.
მოსასვენებელ სივრცეებში არსებული დაზიანებული ინვენტარის ახლით ჩანაცვლება მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობს.