სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები გრძელდება

სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები გრძელდება

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები  სხვადასხვა მიართულებით ხორციელდება, მათ შორისაა სადარბაზოების შიდა სარემონტო სამუშაოები.

ამ ეტაპზე, სადარბაზოს რემონტი ორ მისამართზე - წერეთლის გამზირის N41-სა და დისევის ქუჩის N7-ში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, კედლები მუშავდება და შემდგომ შეიღებება. დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ პროექტს  77 729 ლარით აფინანსებს.

დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე სამუშაოების გასაცნობად ორივე ამხანაგობაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივების სხვა საჭიროებები მოისმინა და დახმარებას დაპირდა.

დიდუბის რაიონის გამგეობამ ანალოგიური ტიპის სამუშაოები დამატებით ხუთ მისამართზე უკვე განახორციელა, რისთვისაც 113 024 ლარი გამოიყო.