დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-17 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანს ჩაუტარდა. შეიცვალა ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა კალათბურთის ფარები.
გარდა ამისა, გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ დამატებით ცხრა მისამართზე სპორტულ მოედნებზე სხვადასხვა სახის სამუშაო განახორციელა.
სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.
სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „ჯორჯიან ინვესტმა“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 54 775 ლარი გამოიყო.