4-22 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 19 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
1 ლანჩხუთი 04.07.2022 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00
2 გურჯაანი 04.07.2022 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
3 ხულო 05.07.2022 გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
4 ახმეტა 05.07.2022 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
5 ლენტეხი 06.07.2022 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
6 ყვარელი 06.07.2022 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00
7 ხონი 07.07.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
8 დუშეთი 07.07.2022 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00
9 ვანი 08.07.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
10 ამბროლაური 11.07.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00
11 კასპი 11.07.2022 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00
12 ბაღდათი 12.07.2022 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
13 მარტვილი 13.07.2022 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00
14 ტყიბული 14.07.2022 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
15 ცაგერი 15.07.2022 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
16 საჩხერე 20.07.2022 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
17 ონი 21.07.2022 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00
18 ყაზბეგი 21.07.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
19 ამბროლაური 22.07.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00