გვსურს, თავიდან ავიცილოთ მდგომარეობა, როცა უნგრელ ხალხს მოუწევს ომის საფასურის გადახდა, როგორც მესმის, იმავეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, სანქციების განხილვისას არ უნდა დაგვავიწყდეს რეალობა, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ.
პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთს სურს, თავიდან აიცილოს მდგომარეობა, როდესაც უნგრელ ხალხს მოუწევს ომის საფასურის გადახდა.
„ასე ჩანს, რომ არავინ ეძებს გამოსავალს. ჩვენ უკრაინის უშუალო მეზობლები ვართ და როდესაც მეზობლად მიმდინარეობს ომი, ის, რა თქმა უნდა, ზრდის უსაფრთხოების რისკებს შენს ქვეყანაში. სამწუხაროდ, აქ, საქართველოში ბევრი ახსნა არ მჭირდება, რას ვგულისხმობ. როგორც მეზობელი ქვეყანა, ომის მიმდინარეობის ყოველ წუთს ჩვენ განვიხილავთ როგორც საკუთარი უსაფრთხოების რისკს, როგორც ფიზიკურ საფრთხეს, ეკონომიკურ საფრთხეს და უსაფრთხო ენერგომომარაგების საფრთხეს. ამიტომ ჩვენ, უნგრელები აბსოლუტურად დაინტერესებული ვართ, რომ ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე, ისე როგორც თქვენ. ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ მდგომარეობა, როდესაც უნგრელ ხალხს მოუწევს ომის საფასურის გადახდა. როგორც მესმის იმავეს აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ასე რომ, იმ დროს, როდესაც განვიხილავთ სანქციების საკითხს, არ უნდა დაგვავიწყდეს რეალობა. რეალობა კი შემდეგია - უნგრეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგოსფეროში რუსეთთან თანამშრომლობაზე და ეს არ არის ჩვენი სურვილით განპირობებული. ეს განსაზღვრულია გეოგრაფიით, ისტორიით და რაც მთავარია, ინფრასტრუქტურით.ეს რეალობა გარკვეულწილად არის გასათვალისწინებელი ევროკავშირის გადაწყვეტილებებში“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.