The Wall Street Journal: აშშ-ში, ნავთობის ტანკერი გააჩერეს, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა

The Wall Street Journal: აშშ-ში, ნავთობის ტანკერი გააჩერეს, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა

აშშ-ის ხელისუფლებამ ნავთობის ტანკერი გააჩერა, რომელსაც რუსეთიდან ლუიზიანის შტატში საწვავის პროდუქტები გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ტანკერი Daytona ბერძნულ კომპანია TMS Tankers Ltd.-ს ეკუთვნის და დაქირავებული იყო კომპანია Vitol-ის მიერ - სავაჭრო სახლი, რომელიც დაფუძნებულია შვეიცარიაში.

აღნიშნული ტანკერი შავ ზღვაში, რუსეთის ტამანის ნახევარკუნძულიდან ივნისის დასაწყისში გამოვიდა. ტანკერს მაზუთი და ვაკუუმური გაზოილი გადაჰქონდა. ტანკერი ახალ ორლეანში კვირას უნდა ჩასულიყო.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო დააწესა.