რამდენიმე დღის წინ აშშ-ის უზენაესი სასამართლომ 1973 წელს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ქალებს აბორტის კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. ახლა თითოეულმა შტატმა ინდივიდუალურად უნდა გაგაწყვიტოს, დასაშვებია თუ არა აბორტი. სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებასთან ერთად უამრავმა ცნობილმა ადამიანმა გააპროტესტა. მათ შორისაა მომღერალი პინკი, რომელიც აბორტის უფლების გაუქმების მომხრეების მიმართავს და ამბობს, რომ მის მუსიკას აღარასდროს მოუსმინონ.
"მოდი, შევთანხმდეთ: თუ გჯერა, რომ ქალის საშვილოსნო, ლგბტქ+ ადამიანების ცხოვრება და ქორწინება სახელმწიფოს საქმეა ან რასიზმი მიღებულია, გთხოვ, ღვთის გულისთვის, აღარ გაბედო ჩემი მუსიკის მოსმენა. და საერთოდ, დაახვიე. შევთანხდმით?" — წერს პინკი თავის ტვიტერზე.
პინკის პოსტს მოწონებასთან ერთად კრიტიკაც მოჰყვა. "იმედია, პინკის აგენტი ინსულტს გადაურჩება", — მომღერალს ასეთი კომენტარი დაუწერა ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა. პიკნმა კი უპასუხა, რომ თავად არის საკუთარი თავის აგენტი და ძალიან კარგადაა. რამდენიმე ადამიანმა კი პინკს ირონიული კომენტარები დაუწერა და აღნიშნა, რომ მომღერლის სიმღერებს უკვე დიდი ხანია, აღარავინ უსმენს.
"ზოგი ასაკიანი თეთრკანიანი კაცი მეკითხება, ისევ ვქმნი თუ არა მუსიკას. გასაგებია, რომ ამაზე არაფერი იცით, მაგრამ თქვენს შვილებს ჰკითხეთ. თუმცა ეს ხომ არ შეგიძლიათ? იმიტომ, რომ მათ სძულხართ", — ასეთი კომენტარი გააკეთა პინკმა თავისი მუსიკის შესახებ.
პინკის გარდა აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმება ბილი ჯო არმსტრონგმა, ოლივია როდგირომ, მეგან თი სტალიონიმ და სხვა ცნობილმა მომღერლებმაც გააპროტესტეს. "შევე*ი ამერიკას, აშშ-ის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ და საცხოვრებლად აქ გადმოვდივარ", — ასე მიმართა ბილი კო არმსტრონგმა ლონდონის სტადიონზე შეკრებილ ბრიტანელ ხალხს.
აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმების გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა. მან სასამართლოს გადაწყვეტილებას "ექსტრემისტული იდეოლოგიის განხორციელება და უზენაესი სასამართლოს ტრაგიკული შეცდომა" უწოდა.