საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოში, სადაც საზოგადოება პოლიტიკურად გარდილია, არავის აქვს ილუზია, რომ აქციების უკან არასამთავრობო სექტორი დგას და არა - „ნაციონალური მოძრაობა“.
„მართალია, ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აკეთებენ ორგანიზებას, თუმცა იქვე არიან პოლიტიკური ორგანიზაციის ე.წ. წარმომადგენლები, ომის პარტია და სხვები, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობის გადადგომის შესახებ მოთხოვნებს მხარს უჭერენ. არავის არ აქვს ილუზია, რომ ამის უკან ეს პოლიტიკური სპექტრი არ დგას. ეს იმის ნაწილია, რაც ბაკურიანის ე.წ. შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა და ყოველწუთიერად, ყოველდღიურად სურთ, რომ ეს სისრულეში მოიყვანონ, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოვა. ამ ადამიანებს არ აქვთ იმის განცდა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ ხალხის სახელით ისაუბროს, თან, ხალხს არ ჰყავს არჩეული და საზოგადოება მოატყუოს, რომ რაღაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება სწორი, დემოკრატიული და კონსტიტუციურია, ეს შეიძლება ერთმანეთს, სახლში უკითხონ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.