პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია, თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს

პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია, თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს

ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც დე ფაქტო უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება-რა, რის სანაცვლოდ?! მითუმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება, რომელიც  მოლდოვას ღიად ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება.

„პოლიტიკა რომ დიდი თამაშია, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. სამწუხარო, რეალობა კი ის გახლავთ რომ ამ დიდი თამაშის უფრო დიდი მოთამაშეები, ხშირად მცირე თუ პატარა აქტორებს (პატარა ქვეყნებს!) შარში ხვევენ. როგორც გინდათ იფიქრეთ და ამის საფუძველს სწორედ მედვედევის ქვემოთ მოყვანილი განცხადება მაძლევს. ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც დე ფაქტო უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება-რა, რის სანაცვლოდ?! მითუმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში!

ახლა კი იმის შესახებ, პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია, თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თქვენ თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს?! 

p.s. სანამ ვინმე რუსების მიმართ, შიშს დამაბრალებთ, მანამდე გაიხსენეთ, 2008 წლის ომის დროს ვინ რომელი საზღვრიდან ტოვებდა საქართველოს, რუსების ერთი თვითმფრინავის ცაზე გამოჩენისას როგორ ფორთხავდა სააკაშვილი ისიც გაიხსენეთ. არც ის დაგვიწყდეთ რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებების დროს რუსი გენერლებისა თუ დიპლომატების წინაშე როგორ ჩასვრილები იყვნენ მავანი.. ჰოდა აი, იმ რუსეთის ბაზების გაყვანაში საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილის მქონეს, მათი უკან ორმაგად შემოსვლა ნამდვილად არ მინდა, დამერწმუნეთ ამისთვის ბევრსაც გავაკეთებ და ბევრსაც ვამხელ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე. 

trampi ლევან ნიკოლეიშვილი:

სავარაუდოდ, ერთ-ერთ ბერკეტად და ზეწოლის მექანიზმად, კანდიდატობის თემის სახით, ამერიკელებმა და ევროპელებმაც ერთგვარი ნაკვერჩხალი შეინახეს, რომლის გახურებასაც ყოველ 6 თვეში ერთხელ ეცდებიან

ანუ ამ ხელისუფლების ნაცებით შესაცვლელად....ხოოო??




სამწუხაროდ მაგ ევროებზე მწარე სიმართლეს ამბობ ....................ეგრეა!!!!!!!!!!!!!!!!
პრაქტიკულად ევროებმა მასე ნაცებს ბეზატკაზნი მაშველი რგოლი გადმოუგდეს ანუ ... ეს ჩაძირული ნაცები იმათ ფაქტიურად გააცოცხლეს
და როცა იმათ საქმეს მოუნდება ნაქცების დახმარებით მაშინ უნდა აგვირიონ ქვეყანაში საქმე.....
ანუ ფაქტიურად ეს მთავრობა იმათ ასე უნდა აჯანჯღარონ, აჯანჯღარონ და აჯანჯღარონ მანამ არ გაააგდებენ??
ან კიდევ ჩვენი ხელისუფლება ბოლომდე, ვიმეორებ ბოლომდე, იმათი ყურმოჭრილი მონა უნდა გახდეს, საქართველოს ინტერესების გაწირვის ხარჯზე
მოკლედ ამ უტვინო ახალგარდების შემყურე და იმ ევროების შესაძლებლობლების გათვალისწინებით ......ძაან ცუდ ხასიათზე ვდგები
ვაი და................????
ეს ხელისუფლება ხომ სალაპარაკოც არაააა,..... გასაგებია, მაგრამ რაც გინდა იყოს ................................................. ნაცებიიიიი??
2 წლის უკან