სცენარის მიხედვით, მომღერალი მაყურებელთა მასის თავზე უნდა გაფრენილიყო. ამისათვის მას წელზე სპეციალური ბაგირები დაუმაგრდა. ფინქი სცენიდან ხალხისაკენ გაიქცა, მაგრამ ბაგირებზე ვერ დაეკიდა და პირდაპირ ქვემოთ ჩავარდა.
ინციდენტის შემდეგ, ფინქმა სცენაზე ასვლა შესძლო, იმისათვის რომ პუბლიკისათვის ბოდიში მოეხადა. ამის შემდეგ კი იგი სასწრაფო დახმარებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„მე ძალიან მრცხვენია რომ შოუ ჩავშალე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხალხის ნაწილი მაინც, ჩემი „ფრენით“ გავამხიარულე“ – დაწერა მოგვიანებით, თავის ბლოგზე – Twitter – ზე.
ფინქს იმედი აქვს, რომ ეს უბედური შემთხვევა არ შეუშლის ხელს, თავისი ევროპული ტურნე ბოლომდე მიიყვანოს. მას შემდეგი კონცერტები დაგეგმილი აქვს – სანქტ–პეტერბურგში, 18 ივლისს და ოსლოში, 25 ივლისს.