ჯასტინ ტიმბერლეიკი უხეირო ცეკვის გამო აბუჩად აიგდეს — მომღერალმა ბოდიში მოიხადა

ჯასტინ ტიმბერლეიკი უხეირო ცეკვის გამო აბუჩად აიგდეს — მომღერალმა ბოდიში მოიხადა

ცოტა ხნის წინ ჯასტინ ტიმბერლეიკი Something in the Water-ის მუსიკალურ ფესტივალზე გამოჩნდა და რამდენიმე სიმღერასთან ერთად, ცეკვაც შეასრულა, რასაც, ალბათ, უკვე ძალიან ნანობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჯასტინის ცეკვა ინტერნეტმა აბუჩად აიგდო და ტიკტოკის ტრენდადაც კი აქცია.

"მიშველეთ, ეს რა ვნახე"

"ბარბექიუზე ვიღაცის მთვრალ მამას ჰგავს"

"ფეხსაცმლის ჭრიალის ხმა უნდა დამემატებინა"

ჯასტინს მიმბაძველები ტიკტოკზეც გამოუჩნდნენ:

საბოლოოდ, ვიდეოებმა თავად ჯასტინამდეც მიაღწია, რომელმაც საპასუხოდ საბოდიშო ვიდეოს ჩაწერა გადაწყვიტა:

"მინდა ბოდიში ორი მიზეზის გამო მოგიხადოთ", — იხუმრა მან და კამერა ფეხებისკენ მიატრიალა, — "ამისა და ამის [ფეხების] გამო. მათ სათითაოდ ბევრი ველაპარაკე და ვუთხარი: 'ასეთი რამ აღარასდროს გამიკეთოთ'. აუცილებლად გამოვასწორებ. ამ ორ ტიპზე [ფეხებზე] ვკონცენტრირდები და გამოვასწორებ", — ამბობს ჯასტინი ვიდეოში.

ამბავი ამით არ დასრულებულა. ჯასტინის ბოდიშის ვიდეო კოლუმბიის ოლქის მერმაც ნახა და ტვიტერზე ხალხს ხუმრობით ჰკითხა, უნდა შეიწყალონ თუ არა მომღერალი:

ვნახოთ, როგორ იცეკვებს მომდევნო კონცერტზე ჯასტინ ტიმბერლეიკი და მერე გადავწყვიტოთ, ვაპატიებთ თუ არა!