მაია გოგოლაძე:  შენ იყავი აქციაზე? მოხვალ 24-ში?.. ეს არის მენტალური ძალადობა, ფეხქვეშგათელილი ევროპული ღირებულებები, ეს არის სიბნელე და საბჭოეთი... ეს არის დამღა...

მაია გოგოლაძე: შენ იყავი აქციაზე? მოხვალ 24-ში?.. ეს არის მენტალური ძალადობა, ფეხქვეშგათელილი ევროპული ღირებულებები, ეს არის სიბნელე და საბჭოეთი... ეს არის დამღა...

ჟურნალისტი მაია გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს:

"გავოცდი, როცა შევნიშვე, რომ 20 ივნისის აქციაზე მყოფთა ერთი ნაწილი ამუნათებს მათ, ვინც ამ აქციაზე არ მივიდა და ვერ მივიდოდა... იმის მსგავსად, საბჭოთა  პლაკატიდან რომ გვამუნათებდნენ: შენ ჩაეწერე მოხალისედ?! 

შენ იყავი აქციაზე? მოხვალ 24-ში?.. ეს არის მენტალური ძალადობა, ფეხქვეშგათელილი ევროპული ღირებულებები, ეს არის სიბნელე და საბჭოეთი... ეს არის დამღა...

ევროპა კონსტიტუციაში გვიწერია და უმრავლესობას უნდა, რომ საქართველო ოფიციალურად გახდეს ევროპის ნაწილი...  ამას აქცია და სცენიდან ინფანტილური ღრიალი არ სჭირდება...  ღია კარის მტვრევაა და სათქმელიც არაფერი იქნებოდა, რომ არა პრიმიტიული ვერაგობა - ევროპის იდეას ამოფარებული ძალაუფლებისთვის ბრძოლა, სიყალბე, სიბინძურე და ძალადობის დაუცხრომელი სურვილი...

ამჯერად გამომსვლელთა შორის თითქმის არ იყვნენ ნაცები... ისინი სცენის კუთხეებში იძუძგებოდნენ სისხლიანი ხელებით და  ცოფიანი ტურებივით ელოდებოდნენ ევროპის მეგობართა მიერ მონადირებულ ნადავლს... არეულ პოლიტიკურ სიტუაციას, შერყეულ სახელმწიფოს და ქაოსს, რის შემდეგაც საქართველოს ლეშსაც კი სიხარულით წამოაჯდებოდნენ, თუ ამ მდგომარეობით ძალაუფლების მოხვეჭის პერსპექტივა ექნებოდათ... Lia Toklikishvili