დიდუბის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპორტული ღონისძიებების ჩატარებას განაგრძობს.
ამჯერად, თბილისის მერიის ა(ა)იპ ფეხბურთის სპორტულ ცენტრ „იმედში“ მინი ფეხბურთის ტურნირი „დიდუბე 2022“ გაიმართა.
ღონისძიება ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდუბის რაიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
მატჩების მიმდინარეობისას I, II, III და IV ადგილებზე გასული გუნდები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „კასტილიამ“ მოახერხა, ხოლო მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გუნდები „ დარვინა“, „მიმინო“ და „პელე“ გავიდნენ. ფინალურ მატჩში ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი.
გამარჯვებულ გუნდებსა და ფეხბურთელებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად თასები, სიგელები, მედლები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცა.