სამხარეო ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეხვედრა გაიმართა

სამხარეო ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ შეხვედრა გაიმართა

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარის რწმუნებულს, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია  მიაწოდეს და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც  საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით ახორციელებენ.

„ არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ შევძლოთ, ჩვენი რესურსების მაქსიმალური მობილიზება, რათა ბევრი წარმატებული და რაც მთავარია შედეგზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდეს გურიაში,“ - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.