ბრედ პიტის განცხადებით, თავშეკავებული ადამიანის იმიჯი პირდაპირ უკავშირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. მსახიობი ფიქრობს, რომ "ბრმა სახის სინდრომი" იგივე პროსოპაგნოზია სჭირს.
პროსოპაგნოზია ნევროლოგიური აშლილობაა, რომელიც სახეების ამოცნობის უნარის დაქვეითებას იწვევს. ბრედ პიტი ამბობს, რომ მას სურს ხალხის სახეების დამახსოვრება, მაგრამ რცხვენია, როცა ეს არ გამოდის და არც არავინ უჯერებს.
პროსოპაგნოზია შეიძლება ტვინის დაზიანების შემდეგ განვითარდეს ან დაბადებიდანვე გამოჩნდეს, როგორც გენეტიკური დაავადება. პროსაპოგნოზიით დაავადებულ ბავშვებს კი ადამიანის სახის გამოცნობის გამოცდილება არ აქვთ და ვერც ვერასდროს შეიძენენ.
ბრედ პიტმა დაავადების შესახებ 2013 წელსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა არაერთ ადამიანს, რადგან მათი სახეების ცნობა და დამახსოვრება ვერ შეძლო.
"ბევრ ადამიანს ვძულვარ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ უპატივცემულოდ ვექცევი. მაგრამ მთელი საიდუმლო ის არის, რომ მე უბრალოდ სახის ამოცნობა არ შემიძლია და ამ ყველაფრის სამედიცინო დონეზე გამოკვლევას ვგეგმავ", — განაცხადა ბრედ პიტმა.
ბრედ პიტმა ისიც აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში კარგი ადამიანის რეპუტაციის შენარჩუნება მაინც შეძლო, სანამ ანჯელინა ჯოლისთან განქორწინდებოდა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტი ბავშვთა მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა სასამართლომ პიტი გაამართლა.