ილონ მასკის შვილს სახელის შეცვლა უნდა, რათა მამასთან არაფერი აკავშირებდეს

ილონ მასკის შვილს სახელის შეცვლა უნდა, რათა მამასთან არაფერი აკავშირებდეს

ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა სასამართლოს სახელის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. ქსავიერ ალექსანდრ მასკი ახლახან 18 წლის გახდა. მან სასამართლოს დაბადების მოწმობაში გენდერის შეცვლა (კაცის მაგივრად ქალის ჩაწერა) და თავისი გენდერული იდენტობის აღიარება სთხოვა. სახელის შეცვლის დამატებითი მიზეზი კი ისაა, რომ არ უნდა, მამასთან რამე აკავშირებდეს.

"ჩემს ბიოლოგიურ მამასთან აღარ ვცხოვრობ და არ მინდა მასთან რაიმე ფორმით დაკავშირებული ვიყო", — განაცხადა მან.

ქსავიერის მშობლები ერთმანეთს 2008 წელს დაშორდნენ. მაისში, სასამართლოსათვის მიმართვიდან 1 თვის შემდეგ, ილონ მასკმა მხარდაჭერა აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას გამოუცხადა, რომლის წარმომადგენლებიც ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შეზღუდვას უჭერენ მხარს.

"ტრანსგენდერ ადამიანებს მხარს ვუჭერ, მაგრამ ეს ნაცვალსახელები ესთეტიკური კოშმარია", — დაწერა მასკმა 2020 წელს ტვიტერზე.