ამერიკელი მსახიობი ბენ სტილერი კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, - ამის შესახებ BBC წერს.
სტილერმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისთვის ის გმირია და ზელენსკის მიერ განვლილი სამსახიობო კარიერა შეაქო.
სტილერი 2016 წლიდან გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) კეთილი ნების ელჩია.
აპრილის ბოლოს უკრაინას ჰოლივუდის კიდევ ერთი მსახიობი - ანჯელინა ჯოლიც სტუმრობდა. ის UNICEF-ის კეთილი ნების ელჩია.