ილონ მასკსა და TESLA-ს DOGECOIN-ის მანიპულირებისთვის სასამართლოში უჩივიან

ილონ მასკსა და TESLA-ს DOGECOIN-ის მანიპულირებისთვის სასამართლოში უჩივიან

კომპანია Tesla-ს, SpaceX-სა და მათ ხელმძღვანელ ილონ მასკს კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ფასების მანიპულირებისთვის სასამართლოში უჩივიან.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ილონ მასკი და მისი კომპანიები გააზრებულად ახდენდნენ გავლენას კრიპტოვალუტების სავაჭრო ბირჟაზე და აქტიური მარკეტინგული კამპანიის საშუალებით ხელოვნურად ზრდიდნენ Dogecoin-ის ღირებულებას, რათა გაზრდილი ფასებით პირადი სარგებელი მიეღოთ.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით, აშშ-ის მოქალაქე კიტ ჯონსონი, ზარალის ანაზღაურების მიზნით, ილონ მასკისა და მისი კომპანიებისგან 258 მილიარდ აშშ დოლარს მოითხოვს.

გარდა რეკორდული მოცულობის თანხისა, ჯონსონი მოითხოვს, რომ მასკსა და Tesla-ს სამუდამოდ აეკრძალოთ Dogecoin-ის რეკლამირება და მასთან დაკავშირებით საჯარო კამპანიების წარმოება, მათ შორის, ტვიტების გავრცელება.