საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში აშშ მუშაობდა ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.
მისივე თქმით, თითქმის ყველაფერი, რაც აშშ-ს გაუკეთებია და რასაც აკეთებს საქართველოში, მიმართულია მხარდასაჭერად ქართველი ხალხის სურვილის, იყვნენ ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი.
„ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს და რასაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირში, რადგან გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს მის ევროპულ მისწრაფებებში. როდესაც მესმის, რომ ხალხი ამბობს, აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს ჩაითრიოს ომში, მეორე ფრონტის გახსნით, ეს არის 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ამ ომის შესაჩერებლად, ამ ბრძოლის შესაჩერებლად. საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც აშშ იყო ქვეყანა, რომელიც დაუღალავად მუშაობდა, რომ არ დაეშვა ეს ომი. ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს ამ ომში ჩათრევა. ჩვენი აზრით, ის, რასაც ევროკავშირი და ნატო იცავს, არის მშვიდობა და სტაბილურობა, კეთილდღეობა, თქვენ ამის ხილვა შეგიძლიათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად ყოფნას მოყვება. ჩვენ გვსურს ეს საქართველოსთვის. ასევე ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის განმარტებით, აშშ გააგრძელებს სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სურვილის მიმართ, იყოს სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში.
სუ პუქტ--პუნქტებით ჩამოგიწერდი თქვენს პიდარასტობებს ......
და ეს პატარა გოგო ბიჭები უქმნიან მასეთ წარმოდგენას ჩვენზე
აბა ლომჯარიას მაყურებელი რას იფიქრებს ჩვენზე??..
.ლომჯარიასგან როდის გაგვდის სროკი ....აღარ უთავდება ვადააა??