BBC: უკრაინაში ომის პირველი 100 დღის განმავლობაში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან თითქმის 100 მილიარდი ევრო გამოიმუშავა

BBC: უკრაინაში ომის პირველი 100 დღის განმავლობაში, რუსეთმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან თითქმის 100 მილიარდი ევრო გამოიმუშავა

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინაში ომის პირველი 100 დღის განმავლობაში, რუსეთმა თითქმის 100 მილიარდი ევრო გამოიმუშავა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან, თუმცა მისი შემოსავალი მაისში შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს პოტენციურ ხარვეზებზე ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევაში, შეზღუდონ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი.

ამასთანავე, რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტი მცირდება და მოსკოვის შემოსავალი ენერგორესურსების გაყიდვიდან ასევე შემცირდა იმ პიკიდან, რომელიც მარტში დღეში მილიარდ დოლარზე მეტი იყო, თუმცა შემოსავალი ძალიან მაღალი რჩება ისტორიული სტანდარტებით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ დაგეგმილ ნავთობის ემბარგოს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება რუსეთის შემოსავლებზე, თუმცა დიდი რაოდენობით რუსული ნედლი ნავთობი ახლა ინდოეთში იგზავნება, სადაც ხდება მისი გადამუშავება და გაყიდვა, ხშირად აშშ-სა და ევროპაში მომხმარებლებისთვის.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ნავთობის ახალ ბაზრებს ეძებს, მისი დიდი ნაწილი გემით ტრანსპორტირდება და გამოყენებული გემების უმეტესობა ევროპული ქვეყნების საკუთრებაშია.