ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რატომ არი ატეხილი ქართველი პოლიტიკური აქტორების გამო ისტერიკა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ჩემთვის გაუგებარია.
კანდიდატობა რომ პოზიტიური წინსვლა იქნება ქვეყნის განვითარების გზაზე, გასაგებია, სასურველლია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის, მაგრამ ისტერიკას, რომელსაც ვუყურებთ, ახსნა არ მოეძებნება. ეს არ არის ევროპული ქცევა პოლიტიკოსთა მხრიდან.
საკვირველია, რომ ამ ისტერიკის ავტორები არიან ის პოლიტიკურ ძალები, რომლებიც "სინგაპურიზაციას" მიიჩნევდნენ საქართველოს გადარჩენის ერთადერთ გზად, სინგაპურს, რომელიც ძალზედ მდიდარია, ამერიკაზე და ევროპაზე მდიდარი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გადაანგარიშებით, მაგრამ დემოკრატიასთან მის პოლიტიკურ სისტემას არანაირი შეხება არ აქვს.
კანდიდატის სტატუსის შესაძლო ვერმიღება ამ ეტაპზე არ ნიშნავს რაიმე პოლიტიკურ ან ეკონომიკურ დანაკარგს კონსტიტუციაში დაფიქსირებული პროდასავლური კურსის განხორციელების გზაზე.
გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ჩემი აზრით, ასოცირების შეთანხმება ევროპასთან და უვიზო მიმოსვლის შემოღება. ამ შეთანხმების წყალობით, საქართველოს ექსპორტი გაცილებით დივერსიფიცირებულია ეხლა, და ადამიანები იოლად გადაადგილდებიან ევროპის ტერიტორიაზე, და ამ ყველაფერს გრძნობენ თავიანთ ჯიბეებზე.
ამ ყველაფრის საპირისპიროდ, კანდიდატობა ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს - რეფორმები უნდა გარძელდეს და იქნებ 20-30 წლის შემდეგ ჩვენ მიგვიღონ ევროკავშირში. სწორედ იმ პერიოდში, როცა მარსზე ადამიანთან პირველი კოლონიები გაჩნდება და გამრავლებას დაიწყებენ.
აი, ამ პერსპექტივის გამო არის ატეხილი ისტერიკა, რომელსაც არანაირი კავშირი საქართველოში რაიმე უშუალო, ახლო მომავალში მისაღებ და დათვლად პროგრესთან არ აქვს.
უბრალოდ გაჩნდება ჩანაწერი, რომ ჩვენ კანდიდატები ვართ. და ამ ყველაფრის გამო ვუყურებთ ესეთ სიგიჟეს“!