რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ამერიკის ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს მიმართავს"
"მინდა ქალბატონ ელჩს ვკითხო, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა?
ამას წინათ, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დეგნანმა მოგვიწოდა, მოუსმინოთ ნინო ლომჯარიას, ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველს.
ჰოდა გუშინ მოუსმინე, მართალია წერილობითი ფორმით, თუმცა ყურადღებით. ამ ხალხის დამცველმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს შემდეგნაირად მიმართა საჯაროდ: - " რაა?! როგორ ბედავ!!! და ასე შემდეგ. ანუ საკუთარი აზრის გამოთქმა აუკრძალა.
მინდა ქალბატონ ელჩს ვკითხო, ეს არის სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, სახალხო დამცველის შესაფერისი ქცევა და დასავლური ღირებულებები?
გავაგრძელოთ ქალბატონი ლომჯარიას მოსმენა თუ სხვა ვინმეზე გადავერთოთ?
დიდად დავალებული ვიქნები თუ თქვენს პასუხს მივიღებ"