ემანუელ მაკრონი: პუტინის

ემანუელ მაკრონი: პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული

პუტინის "შეცდომის" მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა, დაუშვა "ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა" უკრაინაში შეჭრით და ახლა "იზოლირებულია”, თუმცა ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლა შეჩერდება.

„ვფიქრობ, მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, რომლისგანაც თავის დაღწევა ნამდვილად რთულია. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთი შეძლებს მედიატორის როლის შესრულებას“, - განაცხადა მაკრონმა.

Aburjga Tasmanieli დაიმახსოვრე ემანუელ, ვერავინ და ვერაფერი დაამცირებს რუსეთს და მის პრეზიდენტ პუტინს? ვერავითარი გარშე მტერი! რუსეთს და პუტინს თქვენი შებრალება არ სჭირდება, თქვე საცოდავებო!
3 წლის უკან