ზაზა კანდელაკი იორდანესთან საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე: ჩვენთვის მთელი ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული და თავი გავართვით იმის დახმარებით, რომ საქართველოდან სასულიერო და საერო ხელისუფლება იყო ერთიანი

ზაზა კანდელაკი იორდანესთან საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე: ჩვენთვის მთელი ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული და თავი გავართვით იმის დახმარებით, რომ საქართველოდან სასულიერო და საერო ხელისუფლება იყო ერთიანი

ის, რომ აქ მიწას ჩუქნიან იმისთვის, რომ ტურისტები ჩამოვიდეს, არ არის ასე - ეს პირდაპირ დაკავშირებულია რელიგიურ საკითხებთან, მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობასთან, ამავე დროს ეს არის სახელმწიფო დონის საკითხი, - ამის შესახებ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენთვის მთელი ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული და თავი გავართვით იმის დახმარებით, რომ საქართველოდან სასულიერო და საერო ხელისუფლება იყო ერთიანი და ამან მოიტანა ეს შედეგი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ჩვენი მთავრობა უმოკლეს ხანში აპირებს ჩვენი მთავრობა მშენებლობის დაწყებას. ამით დაინტერესებულია იოდანული მხარეც. მათთვის მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება განხორციელდეს, რომელიც მათი მხრიდან სერიოზული ჟესტი იყო და საქართველოს მიმართ სერიოზული საჩუქარი გამოვიდა“- განაცხადა ზაზა კანდელაკმა

30 მაისს საქართველოს გადმოეცა მიწა, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა.