თაკო ჩარკვიანი მეუფე იაკობზე: „მეუფე კი არა ჯალათად მყოფი საერო პირია. ანაფორა უნდა გახადოს ეკლესიამ“

თაკო ჩარკვიანი მეუფე იაკობზე: „მეუფე კი არა ჯალათად მყოფი საერო პირია. ანაფორა უნდა გახადოს ეკლესიამ“

„მეუფე კი არა ჯალათად მყოფი საერო პირია. ანაფორა უნდა გახადოს ეკლესიამ“, - ასე აფასებს  პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი მეუფე იაკობის  განცხადებას, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილზე უარესი ავადმყოფები არიან ციხეებში.

„ეს ახლა ეკლესიის წარმომადგენელი საუბრობდა? მეუფეს, რომ გამოეკიდებიან რევანშით და გაასამართლონ სხვა ხელისუფლება, რომ მოვა - მოეწონება?

მეუფე კი არა ჯალათად მყოფი საერო პირია. ანაფორა უნდა გახადოს ეკლესიამ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა მეუფე იაკობის შესახებ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრისას.

ცნობისთვის, მეუფე იაკობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

მეუფეს თქმით, ხალხის უმრავლესობა ფიქრობს რომ ეგ ადამიანი, არის იქ სადაც უნდა იყოს.

„თუ ისეთი დაავადება აქვს, გადაყვანა სჭირდება, ვინ არ გადაიყვანს, ასატკივარი თავი ვის აქვს?“, - ამბობს მეუფე იაკობი.

Aburjga Tasmanieli ბატონო ჯანსუღ ეს რა გვიქენი, ეს ვინ დაგვიტოვე?! ან ამას თამარი როგორ დაარქვი, როცა მისი სახელი არის ლილიტ?!!!
3 წლის უკან
Maverick ჩოპრა, თამარი კი არა ტაკოა და მუდამ ტაკუნად დარჩება!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მავერიკ ხომ ხარ ლიბერალების წარბების ახევის ხასიათზე ანუ ძველებურად?! ეტყობა გამოგრჩა. დაგუგლე ვინ იყო ლილიტი! !
3 წლის უკან
ილია რა სულ გახდაზე და გაწოლაზე უნდა ლაპარაკობდეს ეს ქალი!
3 წლის უკან