დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის გამართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თავად აქცია საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ არის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ. გაცნობებთ, რომ ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან.

ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოს და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში. იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ, განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად”, - წერს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, 1 ივნისს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანა დაიწყო, რასაც ანჩისხატის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრების პროტესტი მოჰყვა.