შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა რეგიონისადმი თავისი გრძელვადიანი ინტერესი უნდა წარმოაჩინოს, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა რეგიონისადმი თავისი გრძელვადიანი ინტერესი უნდა წარმოაჩინოს, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„ეს მართლაც ჭეშმარიტების მომენტია ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო საქმიანობის სანდოობისა და ლეგიტიმურობისთვის. ამ სტრატეგიულ ეტაპზე ყოფნისას ევროკავშირმა რეგიონისადმი თავისი გრძელვადიანი ინტერესი უნდა წარმოაჩინოს, საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, - წერს პაპუაშვილი.

Aburjga Tasmanieli მიზეზი ვერ გამირკვევია, ვერ ვუძებნი ვერავითარ ახსნას რატომ ლაპარაკობს ბატონი შალვა, კიდევ მრავალი სხვანიც, ყველანი თითქმის, პოლიტიკოსები ასეთი კლიშეებით, ასეთი უაზრო ფრაზებით ამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე?! რა ხდება, იქნებ მე ვერ გავიგე და მართლაც კარგია რაიმე ევროკავშირში?! თუ ასე კარგია, რა არის ის კარგი?! მაშინ რატომ იწვალა და იდავა დიმა ბრიტანეთმა და გავიდა ევროკავშირიდან&! ნუთუ იმათაც ვერ დაინახეს ის რასაც მე ვერ ვხედავ? ან იქნებ სულაც არაფერია და გვაბოლებენ?! მე არ ვბოლდები , მაგრამ პოლიტიკოსებს რა მისი ყველასი სჭირთ?!
3 წლის უკან