ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ ბავშვებს: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მალე დაგაბრუნოთ, დაგაბრუნოთ არა როგორც ზრდასრულები, არამედ - როგორც ბავშვები - თქვენ ჩვენი მშვენიერი მომავალი ხართ, რომლისთვისაც დღეს ყველა ერთად ვიბრძვით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო, ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში, ბავშვების სიცოცხლესა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საბჭოს სხდომაში, რომელსაც პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი თავმჯდომარეობდა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში, ზელენსკი ომის გამო, ქვეყნიდან წასულ ბავშვებს გაესაუბრა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მალე დაგაბრუნოთ, დაგაბრუნოთ არა როგორც ზრდასრულები, არამედ - როგორც ბავშვები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ააშენოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი, რადგან თქვენ ჩვენი მშვენიერი მომავალი ხართ, რომლისთვისაც დღეს ყველა ვიბრძვით. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაგიბრუნოთ, მაგრამ თქვენი დაბრუნება უსაფრთხო უკრაინაში მინდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.