"მაღალი რისკია, რომ რამდენიმე სახის ინფექცია ერთდროულად გავრცელდეს" - მარიუპოლის მერი დახმარებას ითხოვს

მარიუპოლში, რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს ყოველგვარი პირობების დაცვის გარეშე ინახავენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ერთ-ერთ მაღაზიაშია დასვენებული.

ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ არსებული ვითარებისა და მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, შესაძლოა, ინფექციური დაავადებები სწრაფად გავრცელდეს და ათასობით მოქალაქე დაიღუპოს.

მისივე თქმით, ოკუპანტების ტყვეობაში ამ დრომდე 100 ათასზე მეტი მოსახლე რჩება, რომლებსაც ქალაქიდან გასვლას უკრძალავენ და აიძულებენ, დაბინძურებულ სახლებსა და ქუჩებში იცხოვრონ.

"ყველას უნდა ესმოდეს, რომ მარიუპოლში ჰუმანიტარული კრიზისია, არ არის წყალი, არც შუქი და არც გაზი, რაც ეპიდემიურ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ქალაში 22 00-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული და საერთო საფლავებში დამარხული. 100 000-ზე მეტი ადამიანი კი, ოკუპანტებს ქალაქში ჰყავთ დატყვევებული და არ უშვებენ. ამას ემატება გაუქმებული საკანალიზაციო სისტემა და დიდი რაოდენობით ნაგავი/. ზაფხული მოდის და ა თქმა უნდა, ტემპერატურა აიწევს. ჩვენი ექიმები განცხადებით მაღალი რისკია, რომ რამდენიმე სახის ინფექცია ერთდროულად გავრცელდეს. სამწუხაროდ ეს 1000 ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საზოგადოებას, გაერთიანდით მარიუპოლის და იქ მცხოვრები ადამიანების გადასარჩენად. დაგვეხმარეთ, უსაფრთხო დერეფნების გახსნაში და მათ გამოყვანაში", - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.

Aburjga Tasmanieli ეს კაცი ახლაც მარიუპოლის მერია?! თუ მერი იყო როცა მარიუპოლი უკრაინის ტერიტორიად ითვლებოდა?! 100 000 კაცი დატყვევებულია არა?! მიდი? მიდი, შენი თავი დააბოლე!
3 წლის უკან