გია აბაშიძე ლევან ბერძენიშვილზე:  როდესაც ოპონენტის გარეგნობას ანდა მის პირად ცხოვრებას ეხები, ამის ნიადაგზე ვითომ ქილიკობ, იქ დამთავრებულია შენი ინტელექტიც, წაკითხული წიგნების რაოდენობაც და ბიოგრაფიაც

როდესაც ოპონენტის გარეგნობას ანდა მის პირად ცხოვრებას ეხები, ამის ნიადაგზე ვითომ ქილიკობ, იქ დამთავრებულია შენი ინტელექტიც, წაკითხული წიგნების რაოდენობაც და ბიოგრაფიაც. მარტივად - ხარ დაბოღმილი, უარგუმენტო, რევანშისტი, უსუსური სუბიექტი - ასე ეხმიანება  ანალიტიკოსი გია აბაშიძე ლევან ბერძენიშვილის განცხადებას  „ვოლსკის გამომეტყველება საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო არსად არ მიიღონ, სახელოვანი წინაპრების შვილიშვილია, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაგვარება ყველგან ხდება“. 

„ამგვარ უზნეო არსებებზე ზედგამოჭრილია გამონათქვამი -  Маразм крепчал. რუსულიდან, რადგან ამ სექტის საქმე ხომ რუსული დესტრუქციული საქმის კეთებაა საქართველოში.
როდესაც ოპონენტის გარეგნობას ანდა მის პირად ცხოვრებას ეხები, ამის ნიადაგზე ვითომ ქილიკობ, იქ დამთავრებულია შენი ინტელექტიც, წაკითხული წიგნების რაოდენობაც და ბიოგრაფიაც. მარტივად - ხარ დაბოღმილი, უარგუმენტო, რევანშისტი, უსუსური სუბიექტი. პოპულარული ხდები მხოლოდ იმით, რომ ის  საზოგადოება, რომელიც ასე გძულს, გპასუხობს სამართლიანი გულისწყრომით.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

Aburjga Tasmanieli იშვიათი გამონაკლისის გარდა რუსული საქმე საქართველოში ყოველთვის იყო კონსტრუქციული. მაგალითად?
1. 1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ავჭალასთან 12 ათ. ც. ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ და რსფსრ შრომისა და თავდაცვის საბჭოს (შთს) მიმართა თხოვნით დახმარებისათვის.
ვ. ი. ლენინის ინიციატივით 1923 წლის 16 იანვარს შთს-მ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში, თბილისის საბჭომ, ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად. ეს მაშინ, როცა თვით რუსეთში მხოლოდ მოსკოვსა და ლენინგრადში ბჟუტავდა ორიოდე ნათურა და 5 წლიანი სამოქალაქო ომი თითქმის დამტავრებული არ იყო!
2. საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის მშენებლობა რუსეთის იმპერიამ 1865 წელს დაიწყო. 1871 წელს ფოთი-ყვირილას მონაკვეთზე გაიხსნა სარკინიგზო მოძრაობა, 1872 წლის 10 ოქტომბერს კი ფოთიდან თბილისში პირველი მატარებელი ჩავიდა. ..... ეს მაშინ როდესაც რუსეთში იმპერატორი ალექსანდრე II მეფობდა. მხოლოდ 1 წლით ადრე გამოსცა კანონი ბატონ-ყმობის გაუქმების შესახებ და რადგანაც ამ კანონს ქართველი თავად-აზნაურობა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა მხოლოდ 1868 წელს მოხერხდა საქართველოში ბატონ-ყმობის გაუქმება. რუსეთის იმპერიის ბოლო წლებში საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის საერთო სიგრძე იყო 881 კმ.!!!
3. რუსთავის მეტალურგიული კომბინატი - 1940 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ მიიღო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის გადაწყვეტილება ქ. რუსთავში. ეს განპირობებული იყო რეგიონში ძირითადი ნედლეულის რესურსების არსებობით და კასპიის ნავთობის საბადოებთან სიახლოვით. დაიწყო ქარხნის მშენებლობის წინასწარი სამუშაოები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის გამო შეჩერდა.
1944 წლის 23 მარტს ქარხნის მშენებლობა განახლდა ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ "რუსთავის" მიმდებარე ტერიტორიაზე.
1946 წელს ამუშავდა პირველი დამხმარე საამქროები: თბოელექტროცენტრალი, მექანიკურ-შემკეთებელი საამქრო, ფასონური სხმულების საამქრო, ლითონკონსტრუქციების საამქრო და სხვა.
1948 წელი ქარხნის დაარსების ოფიციალურ თარიღად მიიჩნევა.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 4. უთაისის ავტომექანიკური ქარხანა ერთ–ერთი უძველესი საწარმოო სიმძლავრეა კავკასის რეგიონში. იგი დაარსდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის 1945 წლის დადგენილებით და ეწოდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა. ქუთაისის ავტოქარხანის მშენებლობა 40–იანი წლების ბოლოს დაიწყო. მომავალი მანქანის პროტოტიპად აღებული იქნა მოსკოვის სტალინის სახელობის ქარხნის (ЗИС) სატვირთო. 1951 წლის 18 აგვისტოს ქარხნის კონვეერიდან პირველი ქართული ავტომანქანა, КАЗ-150 ჩამოვიდა - სწორედ ამ თარიღიდან იწყება ორჯონიკიძის სახელობის ქუთაისის ავტოქარხნის ბიოგრაფია. არსებობის მანძილზე ქარხანამ გამოუშვა ავტომობილის 8 და მისაბმელის 3 მოდელი. ამ ქარხნის არსებობა საბჭოთა კავშირს ეკონომიკური თვალსაზრისით დიდად არ ესაჭიროებოდა, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი "დაპყრობილი" ქვეყნების მოსახლეობის დასაქმებაზე და საერთოდ ამ ქვეყნების ეკონომიკურ და სულიერ განვითარებაზე ზრუნავდა! ქალაქ ქუთაისის გასაძლიერებლად და მოსახლეობის იქ დასამაგრებლად გაკეთდა ეს ქარხანა!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 5. თბილისის მეტროპოლიტენი - 1952 წლის იანვარში ჩამოყალიბდა თბილმეტრომშენის სამმართველო.
1953 წელს დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება.
1957 წელს მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა და დაიწყო სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) მშენებლობა, რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო გარდაიქმნა თბილგვირაბმშენად.
1959 წელს განახლდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა.
1962 წელს შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია.
1965 წლის 8 თებერვალს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო.
1965 წლის 28 ნოემბერს გაიარა პირველმა მატარებელმა საცდელი რეისით
1966 წლის 11 იანვარს ექსპლუატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ხუთი სადგურით: დიდუბე, ელექტროდეპო, ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილი და რუსთაველი.

Aburjga Tasmanieli ენგურჰესი - ენგურჰესი — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1987 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

Aburjga Tasmanieli ამ სიის გაგრძელება ძალიან დიდხანს შეიძლება! ასე რომ როცა რუსეთის დესტრუქციულ როლზე დაიწყებთ პრუტუნს ჯერ საქართველოს ისტორიას გადახედეთ, გინ მატრიალური და გინდ სულიერების თვალსაზრისით! თანამედროვე გათახსირებული მსოფლიოს შემხედვარე 99 წლის უდიდესმა პოლიტიკოსმა ჰენრი კისინჯერმა გულდაწყვეტილმა თქვა - ჩვენ გვქონდა სექსი, იმათ (საბჭოთა კავშირს) კი ჰქონდათ სიყვარულიო! მგონი ამით ყველაფერი თქვა. რაც შეეხება სულიერად და ფიზიკურად მახინჯ ბერძენიშვილს (ებს), ასეთი მაჯლაჯუნები შარაგზის ძაღლებივით ყველა ჩამოყალიბებული ერის ისტორიის ქარავანს მიყვებიან და რაღაცას ღავღავებენ! ქარავანი კი მიდის!
3 წლის უკან