გიორგი ამილახვარი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და მთლიანად პოლიტიკაში არ იქნება, ამით ქართული პოლიტიკა იხეირებს

გიორგი ამილახვარი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და მთლიანად პოლიტიკაში არ იქნება, ამით ქართული პოლიტიკა იხეირებს

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება პარლამენტში და მთლიანად პოლიტიკაში, ამით პირიქით ქართული პოლიტიკა იხეირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.

„ხშირად ვართ მომსწრე, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადადის და მერე კვლავ უბრუნდება პარლამენტს, ეს ამ მოწვევის პარლამენტში უკვე მეორედ ვნახეთ და როგორც ჩანს 2024-მდე კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ პოლიტიკური კეკლუცობისა და პოლარიზაციის გაღრმავების ნათელ მაგალითს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

უმანდატო პოლიტიკოსები, დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის ოპოზიციის ნაწილი ბრძოლას უცვლელი სტრატეგიით იწყებს - ისევ ერთიანობასა და მანდატების დათმობაზე ალაპარაკდნენ.