რაიმე საგანგაშო ვითარება გამოვლენილი ნამდვილად არ არის. არაფერი ისეთი არ გამოვლენილა, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს მოთხოვნას, ლოგიკურად რამენაირად ახსნას მოთხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკააშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ალბათ მთავარი ფაქტორი, რომლის ირგვლივაც უნდა გვქონდეს მსჯელობა, როდესაც ვაფასებთ ოპიზიციის მოთხოვნას, რომელიც პრაქტიკულად თვითმიზნად იქცა - უცხოეთში გაყვანა, მიუხედავად იმისა, ამის საჭიროება არსებობს თუ არ არსებობს. ეს რა თქმა უნდა, ამხელს ოპიზიციის რეალურ ჩანაფიქრს“, - განაცხადა სარჯველაძემ.