"აზოვის" მებრძოლები ვერ ადასტურებენ, რომ "აზოვსტალიდან" ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული

ვერ ვადასტურებთ მოხდა თუ არა ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან, - ამის შესახებ "აზოვის" მებრძოლების ონლაინ პრესკონფერენციისას "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ (კალინა) პალამარმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ძალები ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებენ და აგრესორები ქარხნის შტურმს ცდილობენ.

შეგახსენებთ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერესჩუკმა განაცხადა, რომ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი, რომელიც „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, უკვე ევაკუირებულია.