გიორგი ხელაშვილი: რიგგარეშე არჩევნების არანაირი საფუძველი, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური არ არსებობს

გიორგი ხელაშვილი: რიგგარეშე არჩევნების არანაირი საფუძველი, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური არ არსებობს

ძალიან უცნაური განცხადებაა - ჩვენ 2 წელია გვესმის რიგგარეშე არჩევნების შესახებ განცხადებები. მე ეჭვი მაქვს, რომ 2024 წელი დადგეს, არჩვენები ჩატარდეს და მაინც არ შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

„რიგგარეშე არჩევნების არანაირი საფუძველი, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური არ არსებობს. მით უმეტეს საერთაშორისო მასშტაბით - საქართველო დღეს ბევრად უფრო მყარ პოზიციებზე დგას, ვიდრე აქამდე ყოფილა“, - განაცხადა ხელაშვილმა.