მიხეილ სააკაშვილისთვის გამოსავალი არის ის, რომ რაღაცნაირად გაიაზროს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის და აქედან გამომდინარე იმოქმედოს, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია მისთვის გაუგებარია.
„ოჯახი განსხვავებულად იმოქმედებს და რაც არ უნდა გააკეთონ, ჩემთვის ეს ყველაფერი იქნება გასაგები. პარტიას რა სტრატეგიაც აქვს, ეს ჩემთვის გაუგებარია“, - აღნიშნა იოსელიანმა.
მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, მისი ოჯახის ორგანიზებით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები.