გიორგი ვოლსკი: გარკვეული გეგმა არსებობს, რომ სააკაშვილმა სრულფასოვანი მკურნალობა არ უნდა მიიღოს, რომელსაც სამედიცინო ბლოკი უნიშნავს

გიორგი ვოლსკი: გარკვეული გეგმა არსებობს, რომ სააკაშვილმა სრულფასოვანი მკურნალობა არ უნდა მიიღოს, რომელსაც სამედიცინო ბლოკი უნიშნავს

გარკვეული გეგმა არსებობს, რომ სააკაშვილმა არ უნდა მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა, რომელსაც უნიშნავს სამედიცინო ბლოკი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ექიმები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სააკაშვილს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ვერ ამბობენ ზუსტად, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურება სჭირდება მსჯავრდებულს.

„გარკვეული პრობლემები უნდა შეუქმნას საკუთარ ჯანმრთელობას და ამის ნიადაგზე უნდა გამოიხატოს უკმაყოფილება მათ შორის ექიმების მხრიდან, რომლებიც ადასტურებენ, რომ სააკაშვილს გარკვეული რაღაც პრობლემები გააჩნია, მაგრამ ვერ პასუხობენ ზუსტად რა სახის სამედიცინო მომსახურება სჭირდება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.