ევროკომისიის გეგმას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ ორგანიზაციის წევრი რამდენიმე ქვეყანა არ თანხმდება

ევროკომისიის გეგმას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ ორგანიზაციის წევრი რამდენიმე ქვეყანა არ თანხმდება

ევროკომისიის გეგმას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ ორგანიზაციის წევრი რამდენიმე ქვეყანა არ თანხმდება. სლოვაკეთის ენერგეტიკის მინისტრის, კაროლ გალეკის თქმით, სლოვაკეთი სანქციების წინააღმდეგი არ არის და პუტინის რეჟიმზე ზეწოლას უჭერს მხარს, თუმცა ევროკომისიის წინადადება, სლოვაკეთსა და უნგრეთს მიეცეს დამატებით ერთი წელი ნავთობის აკრძალვასთან ადაპტაციისთვის, საკმარისი არ არის.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით კი, უნგრეთი სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ნედლი ნავთობის მილსადენით იმპორტი შეზღუდვებისგან გათავისუფლდება.

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარმოადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციების ახალი პაკეტი ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, სადაც თითოეულ წევრ ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს.